ღმრთისმშობლის კვართის დაუჯდომელი საგალობელი


კ ო ნ დ ა კ ი  1
ყოვლისა სოფლისა განმაცისკრებელსა სძალსა ზეცისასა, რომლისა პატიოსნისა კუართისა დადებითა გარეშეცულან მემენი სიწმიდეთანი, მისისა შეწევნისა მოქენენი ესრეთ უგალობდეთ, ქრისტეანენო: გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
იკოსი 1
ბაბილოო გონებითო, ტევანი შენი ყუავის და ბუტკოვის და საღმრთოÎთა სასუმელითა შეაცურევს ცხოვნებისა წყურიელთა, რომლისათÕსცა შენ, დედასა მარადის საჭურეტელსა, ესრეთ გადიდებთ:
გიხაროდენ, საუნჯეო უზეშთაესო;
გიხაროდენ, საფასეო წარუპარველო;
გიხაროდენ, ეკლესიისა სიხარულო;
გიხაროდენ, სიყუარულისა სრულებაო;
გიხაროდენ,მართლმადიდებლობისა სპეკალო;
გიხაროდენ, ხობისა მონასტრისა შუენებაო;
გიხაროდენ, რომელმან მოგუეც სამოსელი შენი საფარველად ჩუენდა;
გიხაროდენ, რომელმან კუართისა შენისა ვანად ეკლესიაÎ ივერიისაÎ განიგულე;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 2
სულთა ჩუენთა ეზოÎსმოძღუარო, რომელმან განხუეწე ცთომანი მაქებელთა შენთანი, დიდებისმეტყუელებენ ცათა მიმართ მოსწრაფეთა ენანი დაუცხრომელნი: ალილუია.
იკოსი 2
ქალწულებისა შუენებაო უფურჭნუელო, რომლისა მიმართ âმოვანებითა აღბერილან ნესტვნი ქრისტეანეთანი,  კუართისა შენისა დადებისა მედღესასწაულენი ესრეთ გიგალობთ:
გიხაროდენ, ღმრთისა სიტყÕსა ტაკუკო ოქროვანო;
გიხაროდენ, წარუვალთა âმათა გამომთქუმელო;
გიხაროდენ, მოღუაწებათა ჩუენთა მიზეზო;
გიხაროდენ, სიმაღლეო განუნახველო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა სლვაო დაუცადებელო;
გიხაროდენ, შრომათაგან განკაფულთა სასოებაო;
გიხაროდენ, კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, საღმრთოÎსა კუალადგებისა მâმობელო;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 3
მოიქნა გული შენი საღმრთოÎსა ხელოვანებისაგან და იქმნა იგი წარსაწერელ მცნებათა მათ წარუვალთა, ამისათÕსცა âმოვანებენ ღმრთისა მიმართ ორღანონი ჩუენნი: ალილუია.
იკოსი 3
გონებათა ჩუენთა ზედაწერილო და ქრისტესმიერისა მის აზნაურებისა მასწავლელო, შენ, ღმრთისა სიტყÕსა âორცითა მზრდელსა საკÕრველსა, ესრეთ გადიდებთ:
გიხაროდენ, ქუეყანაო პოხიერო;
გიხაროდენ, ჟამიერად აღმოცისკრებულო;
გიხაროდენ, საზრდელო სულიერო;
გიხაროდენ, მადლისა განმამრავლებელო;
გიხაროდენ, გლახაკთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, იწროებათა შინა âელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, დაცემულთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 4
რომელმან წარუპარველად მოეც კუართი შენი ქუეყანასა ჩუენსა, განგვძარცუენ ჩუენ დაბებკულნი სამოსელნი ჩუენნი და შეგვმოსენ აწ, სინანულისა ჩინებითა, პალეკარტნი სამეუფონი: ალილუია.
იკოსი 4
სოფლისა ანთრაკო საკÕრველო და ზეცისა  ნარდიონო, შენდამი, ცოდვათა შემწუელისა სულიერისა სახუმილისა მიმართ, ესრეთ ვფსალმუნებთ:
გიხაროდენ, გონებათა ჩუენთა მეკეცეო;
გიხაროდენ, სÕნიდისისა ჩუენისა მერჩულეო;
გიხაროდენ, მეწინწილეთა შენთა მცველო მიურულებელო;
გიხაროდენ, ლიტურღიათა სახეო უმუსრველო;
გიხაროდენ, მღუდელმთავართა პანაღიაო;
გიხაროდენ, მღუდელთა ევლოღიაო;
გიხაროდენ, მონოზონთა ტვიფარო აღუტეხელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ერისა შენისა კეთილმესიტყუეო;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 5
ქრისტეანეთა საფარველო აღუძარცუელო, წყალობაÎ შენი ჩუენზედა დღე-ყოველ იხილვების, რამეთუ შთააცუ შენ კუართი შენი ეკლესიასა ივერიისასა: ალილუია.
იკოსი 5
სათნოებათა წიაღო გამოუკვლეველო, შენთა სიხარულევანთა შეწევნათა მიერ სოფლისა საკრველთაგან დახსნისა მეძიებელნი ვხმობთ შენდა მიმართ ესრეთ:
გიხაროდენ, უძლეველობითა ჩინებულო;
გიხაროდენ, ზღუდეო უმუსრველო;
გიხაროდენ, ძალო ღმრთეებრივო;
გიხაროდენ, სახლეულთა ჩუენთა სიმტკიცეო;
გიხაროდენ, საცხოვრისთა ჩუენთა ზედა მღÕძარეო;
გიხაროდენ, მშÕდობაო გულისსათქუმელო;
გიხაროდენ, ღმრთისა ურნატო აღუâოცელო;
გიხაროდენ, მართმადიდებლობისა სვეტო უქცეველო;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 6
დღესა ათხუთმეტსა არა შეიკეცა კუართი შენი, ყოვლადწმიდაო, და ოდენ დაუწყუედელთა ლოცვათა მიერ განუსუენე მას კიდობანსა შინა: ალილუია.
იკოსი 6
კუართისა შენისა საკÂრველი შეუკეცელობაÁ, ჟამსა მას შინა მიძინებისა მარხვისასა, ვითარცა რამ დღესასწაული საღმრთოÁ, განეწესა ხობისა მონასტერსა, ესრეთ გალობად:
გიხაროდენ, დაუღამებელისა მის ნათლისა აღმომაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, წინაÎსწარმეტყუელთა მიერ მოსწავებულო;
გიხაროდენ, წინაÎსწარმეტყუელებათა აღსრულებაო;
გიხაროდენ, სამყაროÎსა კეთილâმოვანებაო;
გიხაროდენ, ზეშთა პალატთა დიდებაო;
გიხაროდენ, წმიდათა მამათა მცენარებაო;
გიხაროდენ, პატიოსანთა დედათა სიწრფოებაო;
გიხაროდენ, ქვრივთა სულთქუმათა მსწრაფლშემსმენელო;
გიხაროდენ, ობოლთა კვერო კურთხეულო;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 7
ხობისა მამათა მონასტრისა განბრწყინვებითა შეძრწუნებულ იქმნენ სავანისა âელყოფისა მზრახველნი აგარიანნი, ხოლო ერმან ღმრთისამან იღაღადა ცათა მიმართ: ალილუია.
იკოსი 7
ქერობინ-სერაბინთა საგალობელო, აღიბეჭდა კუართსა შენსა ზედა მაცხოვარისა ხატებაÎ აღუâოცელი, რომლისა საკÕრველებითა ზეაღზიდულნი ესრეთ ვმეტყუელებთ:
გიხაროდენ, ბელიარისა მანქანებისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, ეკლესიისაგან მწვალებელთა გარეგანმთხეველო;
გიხაროდენ, უღმრთოთა ზარმცემელო;
გიხაროდენ, სიტყÕერთა იქედნეთა განმხეთქელო;
გიხაროდენ, ცოდვილთა ზედა სულგრძელო;
გიხაროდენ, მონანულთა მიმქუმელო სახიერო;
გიხაროდენ, მიწისაგანთა განნმართველო;
გიხაროდენ, ზეცისაგანთა მზრდელო;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 8
სიწმიდეთმკრეხელთა მათ მონასტრით წარიპარეს კუართი შენი, ხოლო მორწმუნეთამიერი მწუხარებაÎ შეისმინა ღმერთმან და, სასწაულისა ჩინებითა, კუალად მოაგო სიწმიდÇ  სავანესა ხობისასა: ალილუია.
იკოსი 8
მაყვლოვანი იგი, სადაცა იპოვეს წარპარული კუართი შენი, მარადმწუანილოვანებითა საცნაურ-იქმნა, მოყუარეთა შენთა სასოებად და წინააღმდგომთა შენთა შემუსრვად, საგალობელო:
გიხაროდენ, სამოთხით გამოსრულო მდინარეო;
გიხაროდენ, ცხორებისა კუერთხო აღყუავილებულო;
გიხაროდენ, საკÕრველებათა უფსკრულო განუცდელო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა სამოსელო პირველო;
გიხაროდენ, ღმრთისა სიტყÕსა კარავო უწმიდესო;
გიხაროდენ, საყდარო მეუფისაო;
გიხაროდენ, რამეთუ კუართითა შენითა გეპყრა შენ ჩჩÕლი ღმრთეებრივი;
გიხაროდენ, რომელსა გემოსა სამოსელი ეგე შენი პატიოსანი ჟამსა მაცხოვრისა შობისასა;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 9
მეშინის მე მანგალისაგან მის უნაყოფოებისა, ნუუკუე წარვწყმდე, არამედ შენ, უნაყოფოთაგან ყოვლადნაყოფიერებად მოსრულო, დედაო ღმრთისაო, მოგვმადლენ ჩუენცა ნიჭნი იგი ნაყოფთუხვებისანი: ალილუია.
იკოსი 9
იფქლო, კევრისა მიერ უმუსრველო, რომლისაგან მოღებულსა პურსა ღმრთისასა საცხოვრებელად ვიâმევთ საწუთოსა შინა სიყმილითა შეიწრებულნი, შეგითხზავთ ქებასა ამას:
გიხაროდენ, სიკუდილისაგან სიცოცხლედ აღმომწოდებელო;
გიხაროდენ, წყაროო კურნებათაო;
გიხაროდენ, ღმრთისა და კაცისა დამგებელო;
გიხაროდენ, ლოცვათა ჩუენთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, ქენებათა ჩუენთა კეთილმიმთვალველო;
გიხაროდენ, უცებთა მეცნიერმყოფელო;
გიხაროდენ, სულთა ჩუენთა ზედა ნათელო გარდაფენილო;
გიხაროდენ, მაღალთა ზრახვათა თანაწარსადინელო;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 10
დედაო, ცათა უვრცელესო, რომელმან მოეც შვილთა შენთა სიტყუაპოვნიერებაÎ, წარუვალად აღმოგÕმორჩენ ჩუენ ღმრთისა მადიდებელი სიტყუაÎ ესე: ალილუია.
იკოსი 10
სამოსლითა თÕსითა ერისა ჩუენისა დამფარველსა, რომლისაცა უზეშთაესობითა წარგრაგნილან გონებანი ივერიელთანი, ტაძარსა შინა ღმრთისასა შემოკრებილნი, ესრეთ უგალობდეთ, ქრისტეანენო:
გიხაროდენ, სარწმუნოებისა მდუღარებაო;
გიხაროდენ, ღმრთისა საკურთხეველისა ცეცხლოვანებაო;
გიხაროდენ, კუერექსთა სიწრფოებაო;
გიხაროდენ, ასამაღლებელთა ჭეშმარიტებაო;
გოხაროდენ, ძლისპირთა წყობილსიტყუებაო;
გიხაროდენ, დედოფალო მართლმკუეთელო;
გიხაროდენ, ოდიკთა მარგარიტო;
გიხაროდენ, სამყაროÎსა ილიტონო;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლდწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 11
ცოდვისა უყეთა შინა შთაფლულთა აღმომყვანებელო, მოეც შემუსრვილებაÎ სულთა ჩუენთა, რაÎთა დაუდუმებელად ვâმოვანებდეთ ღმრთისა მიმართ: ალილუია.
იკოსი 11
დედოფალო განსაკრთომელო, რომელმან სიყუარულისა ქადაგებითა ბელიარისა საწერტელი მოჰკუეთე და გარემიაქციე ჩუენგან ისარნი მზაკუარისანი, ვâმობთ შენდა მიმართ ესრეთ:
გიხაროდენ, ქრისტესმიერთა მხედართა საჭურველო;
გიხაროდენ,  ძალო უძლეველო;
გიხაროდენ, მღÕძარებათა ჩუენთა წინამძღუარო;
გიხაროდენ, განსუენებათა ჩუენთა ებგურო;
გიხაროდენ, მარადის სამზერელო;
გიხაროდენ, ალაგო მარჯუენითო;
გიხაროდენ, საუკუნოÎსა ცხორებისა ფესვო;
გიხაროდენ, კუართითა ოქროქსოვილითა შემოსილო;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა მით სამოსლითა შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 12
ქრისტემან, რომელმან ბუნებაÎ ესე ჩუენი სამოთხედ შეიყუანა და ანგელოზთა თანა მოქალაქეობისა სახე საკÕრველი საცნაურ-ყო, მანვე გუასწავა ღაღადებაÎ ესრეთ: ალილუია.
იკოსი 12
შენგან შობილისა მიერ, ღმრთისმშობელო, შეიფქვნა მოქლონნი სიკუდილისანი და ძველი იგი წარâდა და ახალი იგი აღყუავნა, ამისათÕსცა დიდებისმეტყუელებენ მეწინწილენი შენნი:
გიხაროდენ, ღმრთისა უმუსრველო კიდობანო;
გიხაროდენ, სიცოცხლისა ბჭეო უზეშთაესო;
გიხაროდენ, ყოვლისა კეთილისა შემკრებელო;
გიხაროდენ, სიხარულთა ჩუენთა ფრთოვანებაო;
გიხაროდენ, ბევრეულთა დღესასწაულო;
გიხაროდენ, წყალობათა დაუწყვედელო მდინარებაო;
გიხაროდენ, რამეთუ სამოსელი შენი სამოსელთა ჩუენთა ზედა იხილვების;
გიხაროდენ, რამეთუ გვიპყრიეს კუართი შენი საცხოვნებელად ჩუენდა;
გიხაროდენ, ღმრთივკერებულითა სამოსლითა მით შენითა ჩუენდა სასოებად აღკუართულო, ყოვლადწმიდაო  დედოფალო ღმრთისმშობელო!
კონდაკი 13
ჰოÎ, ეკლესიისა თუალო ზეხილულო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, საწუთოÎსა ყინელთა შორის კუართითა შენითა განტფობილნი და განცოცხლებულნი შეგვავედრენ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაÎთა, სიწმიდითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, დაუცხრომელად უგალობდეთ უფალსა: ალილუია.

(ეს კონდაკი - სამგზის. შემდგომ - პირველი იკოსი: „ბაბილოო გონებითო...“ და - პირველი კონდაკი: „ყოვლისა სოფლისა განმაცისკრებელსა...“)
ლოცვა
ჰოÎ, სამყაროÎსა სულნელო ღმრთეებრივო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, შეიწყნარე აწ, სულგრძელებითა შენითა, საწყალობელთა ამათ ჩუენთა ორღანოთა âმოვანებაÎ.
აცხოვნე, დედოფალო, და შეიწყალე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭÕნთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, დიდი მეუფე, მამაÎ ჩუენი ილია, და მაღალყოვლადუსამღდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღუდელნი, ქრისტესმიერნი დიაკონნი, სამონაზნონი წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოÎ, ქრისტეანეთა წარუვალო დღესასწაულო, კუართისა შენისა პატივისმცემელნი განგვწმინდენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, რამეთუ საწუთოსა შინა ვიგვემებით უჯეროთა გულისთქუმათაგან მიმოქცეულნი და მიმოვიტაცებით, ვითარცა ქარქუეტნი ქართა მიერ ვნებათაÎსა აღსუბუქებულნი. ამისათÕსცა შევღაღადებთ წყალობასა შენსა, რაÎთა კუართისა შენისა მარადის მხედველნი და ხედვითა მით ცათა მიმართ წარმართებულნი დაუდუმებელად უგალობდეთ ღმრთისმშობელისა აღმომაბრწყინვებელსა ღმერთსა ჩუენსა, რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.




დ ე კ ა ნ ო ზ ი   მ ი ქ ა ე ლ   გ ა ლ დ ა ვ ა

თბილისი 2015 წელი