ხობის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის ეზოში საკათალიკოსო სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძველი ნაგებობის გაწმენდის შედეგად პირველ სართულზე აღმოჩნდა მარანი, 11 სხვადასხვა ზომის ქვევრით, ასევე ადრე ქრისტიანული პერიოდის ნაგებობის ნაშთი  და ნაგებობის ქვეშ ადრე ანტიკური ხანის ნამოსახლარი.
   სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა  ნიკოლოზ ანთიძემ, სარესტავრაციო სამუშაოების ხელმძღვანელმა  თამაზ იაქაშვილმა, ფოთისა და ხობის  მიტროპოლიტმა გრიგოლიმ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

   უახლოეს დღეებში, მეცნიერების მიერ აღნიშნული არტეფაქტების შესწავლა იგეგმება, რის შემდგომაც სარესტავრაციო სამუშაოები გაგრძელდება.