სოციალურ–ეკონომიკური ინიციატივები დევნილთათვის

13 ივლისი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  ფონდმა „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა (AIC) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ – „სოციალურ–ეკონომიკური ინიციატივები, ახალი შესაძლებლობები, კონსტრუქციული და მდგრადი გარემო დევნილთათვის” განსახორციელების მიზნით  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 
     პროექტის მიზანია - დევნილთა შემოსავლების გაზრდა, განსახლების ადგილებზე   სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება.
   პროექტი    ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო/სამეურნეო და სოციალური მიმართულების ინიციატივებისბ მხარდაჭერას შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში:  მესტია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა.
    პრიორიტეტი მიენიჭება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, „სოფლად სახლის“  პროექტის) ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ დევნილებს.
პროექტით  გათვალისწინებულია  – ბენეფიციართა 30%  – ნი თანადაფინანსებით:
სასოფლო/სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა:
-        მიკრო  გრანტები სასოფლო სამეუნეო ინიციატივების მხარდაჭერაში;
-        სასოფლო/სამეურნეო იარაღების შესყიდვა;
-        სასოფლო /სამეუნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვა;
-        თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, ისეთები, როგორიცაა მცირე საშემოსავლო ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები;
   პროექტის ფარგლებში, სამიზნე რეგიონებში, იმერეთში 70 და სამეგრელო, ზემო სვანეთში 90 ბენეფიციარი, გაიუმჯობესებს საარსებო წყაროებისადმი წვდომას.  მათი შემოსავლები გაიზრდება 35–40% – ით, მოხდება დევნილი ოჯახების მიგრაციის შემცირება და განსახლების ადგილებზე  მგრადი სოციალურ–ეკონომიკური   ინტეგრაციის  ხელშეწყობა.