ხობს სავარჯიშო მოწყობილობა გადმოეცა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტს, სარგებლობის უფლებით, უსასყოდლოდ, უვადოდ „თუთარჩელას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 14320 ლარის ღირებულების სავარჯიშო მოწყობილობა გადმოეცა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სპორტის ინვენტარის განახლების“ პროგრამის ფარგლებში, ქ. ხობში ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი მოაწყო. მოედანი ადაპტირებულია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური ზონაა მოწყობილი. 
სავარჯიშო მოედნის მოწყობის სამუშაოები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.