განათლების მინისტრი სამეგრელოში პედაგოგებს შეხვდა

პედაგოგებთან შესახვედრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვია. 
 შეხვედრა ზუგდიდის კულტურის სახლის სააქტო დარბაზში გამართა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად ზუგდიდის და ხობის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა. 
ალექსანდრე ჯეჯელავამ თავის ვრცელ სიტყვაში ზოგადი განათლების ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე. 
შეხვედრის მეორე ნაწილში მინისტრმა მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა და უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინა ინფორმაცია.