ტრისტან ვადაქარიას საჩუქარი

დღეს, ეს საოცარი ჩემთვის საოცნებო ფოტო მაჩუქა არაჩვეულებრივმა პატრიოტმა ხობელმა ტრისტან ვადაქარიამ. ტრისტანის დაბადების დღის მისალოცად მივედით მე და ჩემი მეგობარი ირინა ფილიპია... არველოდი ამ დიდ სიურპრიზს, ეს ფოტო გადაღებულია ხობის კოლხეთის როგორც გუნდის ოფიციალურად დაარსების წელს. ცნობისათვის 28 ივლისს კვირიკობის დღესასწაულზე ბატონი ტრისტანი გვეპატიჟება სოფელ გურიფულის ისტორიის ფოტო გამოფენაზე.