მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საიუბილეო 60 წლისთავისადმი ღონ

18 ივლისს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საიუბილეო 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის („თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“) დასრულების შემდეგ, რომელსაც უმასპინძლა ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა, კონფერენციის მონაწილენი და გაემგზავრნენ ხობის(ნოჯიხევის) ხარების დედათა მონასტერში; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მღვდელმთავრებმა სამადლობელი ლოცვები აღავლინეს. ლოცვას უძღვებოდა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელი.
მონასტრის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ასევე დაეთვალიერებინათ ტაძრის მიმდებარედ არსებული ყოფილი „საკათალიკოსო სასახლის“ ნანგრევები, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება წელს და აქ გადაწყვეტილია სიწმიდეთსაცავის განთავსება.
მეუფე გრიგოლის 60 წლისთავი თავისი ჩამობრძანებით დაამშვენეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრებმა:
- საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი - დანიელი;
- ნეკრესელი მიტროპოლიტი - სერგი;
- შემოქმედელი მიტროპოლიტი - იოსები;
- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი - ნიკოლოზი;
- ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი - ანტონი;
- ჭყონდიდელი მიტროპოლიტი - პეტრე;
- დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,დიდი ბრიტანეთისა და
ირლანდიის მთავარეპისკოპოსი - ზენონი;
- მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი - მელქისედეკი;
- სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი - სვიმეონი;