ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ხობში

22 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. 
ოფიციალურმა პირებმა მონიტორინგი აწარმოეს ქალაქ ხობში, სადაც შიდა გზები მოასფალტდა, მოასფალტების პარალელურად ადგილებზე მოეწყო ბეტონის სანიაღვრე არხები, მიმდინარეობს N1 საბავშვო ბაღის და ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია, ხოლო ზემო ქვალონსა და შუა ქვალონში წყალსაცავი სისტემის მოწყობის სამუშაოები. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 2 550 000 ლარი.
აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!