იწყება სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები

სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგების გავლა 1 ივლისიდან  საქართველოს 8 რეგიონში იქნება  შესაძლებელი
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტი -  „საქმოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“


საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში  იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები  სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
სატრენინგო თემები შერჩეულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ  ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს  სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.
სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 18 ივნისიდან 1 ივლისამდე  სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ან ვებგვერდზე tcj.gov.ge. ტრენინგების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები.
ტრენინგების თემებია:  სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტი წერა.

სწავლება ჩატარდება შემდეგ სოფლებში:



1. შაშიანი
2. სართიჭალა
3. გომი
4. რუისი
5. ჭალადიდი
6. ხევი
7. მანგლისი
8.  კოდა
9.  ფოკა
10.  ნიგოითი
11.  ჯვარი
12.  შორაპანი
 13. ყვარელწყალი
 14.  მუხაესტატე
15.  გეგუთი  
16.  მეჯვრისხევი
17.  კაჭრეთი
18.  ხიდისთავი
19.  ნუკრიანი   
20.  კორბოული
21.  ღორეშა
22.  კაზრეთი
23.  შილდა
24.  ორსანტია
25.  ქვემო ნატანები
26.  კაბალი
27.  დაბა ლენტეხი
 28.  დაბა ჩაქვი
 29.  ხრეითი
30.  სადახლო
31.  რუხი
32.  დიდი ჯიხაიში

33.  მარტყოფი 

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!