საფეხბურთო ტურნირი მინი-ფეხბურთში

27 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2003-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა  თექვსმეტი და გოგონათა ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
საფეხბურთო ტურნირის დასკვნითი შეხვედრები, 28 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ.