საფეხბურთო პირველობის ნახევარფინალური მატჩი

23 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ქალაქ ხობის  და  ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდების მონაწილეობით. შეხვედრა დასრულდა ქ. ხობის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3-1.
24 მაისს, 16 საათზე, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ძველი ხიბულისა და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები შეხვდებიან.