გუბერნატორმა ლევან შონიამ ნაპირსამაგრის მშენებლობა დაათვალიერა

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ  მეორე გურიფულში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
21 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ლარამდეა, შპს „GORKEM” ახორციელებს სადაც 20 ადამიანია  დასაქმებული და მათ შორის 5 ადგილობრივი მცხოვრები. ამ დროისათვის სამუშაოების 50 % შესრულებული. ნაპირსამაგრის მოწყობის შემდეგ 15 ოჯახის გადასახლების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება და მდინარე ხობის ადიდების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საავტომობილო გზა დატბორვისგან იქნება დაცული.