შეხვედრა ფერმერებთან (video)

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრულ იქნა სოფლის მეურნეობის დარგში 5 პრიორიტეტული მიმართულება: მეცხოველეობა (ხელოვნური განაყოფიერება), მეფუტკრეობა, მემარცვლეობა, ჩაი და სუბტროპიკული კულტურები, მეთხილეობა. ყველა ამ მიმართულებებში შეიქმნა ფერმერთა 5-10 კაციანი საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს სამსახური და აწყობს საკონსულტაციო შეხვედრებს. 
    21 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა მეცხოველე ფერმერებთან. შეხვედრას  სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ვეტერინარიის საკითხებში და მუნიციპალიტეტში არსებული მრპ-ს ხელოვნური განაყოფიერების პუნქტის სპეციალისტი ესწრებოდნენ (მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს პუნქტი, რომელიც თანადაფინანსებით უზრუნველყოფს მრპ-ის ხელოვნურ განაყოფიერებას. ფერმერი იხდის ერთ სულზე მხოლოდ 20 ლარს.  (დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ: სპეციალისტი დიმიტრი ხურცილავა ტელეფონი - 571 707 239) ).
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობებს, ვეტ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებს. დარიგდა შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები. ფერმერებისთვის მოეწყო ვიდეო რგოლების ჩვენება ოჯახურ პირობებში სიმინდის სილოსის დამზადების, რძისა და რძის პროდუქტების ჰიგიენის შესახებ. პრიორიტეტულად განსაზღვრული დარგების მიხედვით ანალოგიური შეხვედრები მოეწყობა რეგულარულად,  როგორც სამსახურის ოფისში, ასევე ადგილებზე გასვლით.