საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანგარიში

20 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი: განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ცვლილების თანახმად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით განისაზღვრა თანხა 5%-ის ოდენობით. საკითხი საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი. 
სხდომაზე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაციის შესახებ, რომელიც გაიმართა 19 იანვარს რომ ქალაქ ფოთში, ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, მუნიციპალიტეტების გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რეგიონის საბავშვო ბაღების დირექტორები, მეთოდისტები და აღმზრდელ-პედაგოგები. კანონპროექტი დამსწრე საზოგადოებას გააცნო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. კანონის მიზანია ქვეყნის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში აღზრდისა და განათლების ერთიანი სისტემის ფორმირება და ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.