პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კაფე „ბარხატი“ გაიხსნა (video)

ქ. ხობში  ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროგრამის  „აწარმოე   საქართველოში“  ფარგლებში   „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“    დაფინანსებით  კაფე „ბარხატი“  გაიხსნა.  
    მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვის წინადადება  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების შესარჩევად. ჩატარდა კონკურსი, სადაც ხობელებმა გვანცა პაჭკორიამ და ინდირა გერგაიამ წარდგენილი პროექტით 10 000 ლარიანი დაფინანსება მიიღეს.  კაფე „ბარხატში“  დასაქმებულია 6 ადამიანი.  
   მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში  მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა,  მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
   პროგრამის ხელშეწყობის მექანიზმი/მეთოდოლოგია ითვალისწინებს თანამონაწილეობრივი დაფინანსების გაცემას სამიზნე რეგიონებში დამწყებ და არსებულ მეწარმე სუბიექტზე (გარდა იურიდიული პირისა)/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე (არაუმეტეს სამი მეწარმე სუბიექტისგან (გარდა იურიდიული პირებისა) შექმნილი ამხანაგობა). დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა  განისაზღვრება 5000 (ხუთიათასი) ლარით ერთ მეწარმეზე, რაც  მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარს შეადგენს.