ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი კომპანია "მაისტარლენდ ჯორჯია" საქართველოში - ხობში

30 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს. საქმე ეხება ქაღალდის წამოებას,მაკულატურის გადამუშავებას.
მიმდინარე წლის 14 იანვარს ინვესტორებმა ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც ქარხანა უნდა აშენდეს (ყოფილი დაფნის კომბინატის შენობა). კომპანიის დირექტორმა გიორგი ორთოიძემხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დავით კოდუამ,  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაიამ და ინვესტორებმა იმ დეტალებზე ისაუბრეს, რაც მშენებლობას, წარმოებას,კადრების გადამზადებას და რიგ საკითხებს ეხება. ინვესტორები ხობში იცხოვრებენ და პროექტის მსვლელობას თავად გააკონტროლებენ.

პროექტი ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას თაოსნობით ხორციელდება. იდენტური წარმოება მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც კომპანია ინვესტირებით დაინტერესდა, რასაც ხელი ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა ფონმა შეუწყო. კომპანია ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხნებს ვალენსიასა და ინდონეზიაში ფლობს. საქართველოში, კერძოდ ხობში რიგით მესამე ქარხანა აშენდება.