მზარეულთათვის კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგი ჩატარდა

18 იანვარს ა(ა)იპ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების” სტრუქტურული ერთეულების მზარეულებისთვის შპს ,,ლაბორატორიული კვლევის ცენტრის”წარმომადგენლებმა გრიგოლ რუხაძემ და ნანა ლაშქარავამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე:,,ხუთი გასაღების პრინციპი სურსათის უვნებლობისათვის”.
-ზოგადი შესავალი.სურსათში ფიზიკური,ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეები(45წთ).
-დაიცავით სისუფთავე(45წთ)
-განაცალკავეთ უმი და მომზადებული კერძები(45წთ)
-საჭმლის მომზადებისას და პროდუქტების სათანადო თერმული დამუშავება(45წთ)
-სურსათის მომზადების და შენახვის დროს დაიცავით უვნებელი ტემპერატურული რეჟიმი(45წთ)
-გამოიყენეთ უვნებელი წყალი და სასურსატო ნედლეული(45წთ)
ტრენინგს ესწრებოდა 22 მზარეული ,რომლებმაც წარმატებით გადალახეს 70%-იანი ბარიერი და მიიღეს სერტიფიკატები.