ხობში გაზის მილი დაზიანდა

26 ნოემბერს 15:45 საათზე ქ. ხობში კოსტავას ქუჩაზე წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მოხდა  გაზის მილის დაზიანება, რის შედეგადაც ქ. ხობში 1000-მდე აბონენტს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება, როგორც  შ.პ.ს ,,სოკარ ჯორჯია გაზი-სამეგრელო’’ ხობის სერვისცენტრის  მენეჯერმა გელა ბუკიამ განაცხადა გაზის აღდგენითი სამუშაოები 27 ნოებრიდან (ხვალ დილიდან)  განახლდება და მოსახლეობას გაზი შუადღიდან ეტაპობრივად მიეწოდება.  ბუნებრივი აირის ხარისხის  მიწოდება პარალელურად  თითოეულ აბონენტთან გადამოწმდება.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!