გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაცია „მწვანე მომავალის“ შეხვედრა

26 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია - გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაციამწვანე მომავალის“ (Green Future) წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართეს.  
შეხვედრა ჩატარდასამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სამთავრობო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდა, ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესების სფეროში, მდგრად ენერგო-ალტერნატივებზე ფოკუსირებისფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავ გარემოსდაცვითი მმართველობის და განახლებადი ენერგიების გამოყენების კუთხით არსებული ხარვეზების და ბარიერების გამოვლენას რეგიონის დონეზე, სამომავლო პერსპექტივების დასახვას.
პროექტი დაფინანსებულია EU NGO პროექტის - „გარემოსდაცვითი
მმართველობის გაუმჯობესება არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდის გზითფინანსური მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მოდლობითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.

მრგვალ მაგიდის ფორმატში ჩატარებულ შეხვედრას  უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი განახლებადი ენერგიების საკითხებში ბატონი გიორგი მუხიგულიშვილი (საერთაშორისო გამოცდილება საქართველოსთვის-WEG წარმომადგენელი).