„ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საღამო ხობში

30 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ბიჭვინთისა     და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე პროექტისწმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთივერიისსახელობის პროზა-პოეზიის პრემია - ივერიისნომინანტებს ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის კურთხევით და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხობმა უმასპინძლა.
პროექტის ორგანიზატორები და მონაწილეები შეხვდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ქაჯაიას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ედიშერ ჯობავას. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მონაწილეებმა მასპინძლებთან ერთად მოილოცეს ხობის მონასტერი, ასევე ესტუმრნენ ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ მუზეუმს, სადაც ღვთისმშობლის კვართს ემთხვივნენ.
საღამოს, პირველ მაისში, ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმინდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმინდისა მღვდელმთავრისა და საკვირველთმოწამისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსში მონაწილეებს და ორგანიზატორებს შეხვდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და დალოცა ისინი. მეუფე გრიგოლის უშუალო მხარდაჭერითა და ინიციატივით ხობში ტრადიციად დამკვიდრდა პრემია ,,ივერიისნომინანტთა წარმოჩენა საპარტიარქო რეზიდენციასთან არსებულ წმინდა ცოტნე აღმსარებლის განათლებისა და სულიერების ცენტრში. ტაძარში აღევლინა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი, რომლის შემდეგ სტუმრებს გადაეცათ წმ. ილია მართლის ხატები. პოეტებსა და პროზაიკოსებს მანანა დუმბაძეს, მაყვალა გონაშვილს, თინათინ მღვდლიაშვილს, თენგო ხუციშვილს, ჯუბა ღებელს, ლევან ფანჩვიძეს, მაკა ბლიაძეს, ვანო პავლიაშვილს, ამირან ჯანღავას, ნანა სამხარაძეს, დავით არახამიას, დათო ახლოურს, ნინო კემულარიას, ილია ელიზბარაშვილს, ლოლი გაჩეჩილაძეს, ფოტოხელოვან დიმიტრი მელიქიძეს, მხატვარ ეთერ ღონღაძეს ხობიდან შეუერთდა ახალგაზრდა შემოქმედი მზეკო ჟვანია და პოეტი-ხატმწერი ჟანა ხვიჩია. პროექტში მონაწილე ხატმწერების მიერ წარმოდგენილ იქნა ნამუშევრები, რომლებიც სასულიერო და ეროვნულ თემატიკაზეა შექმნილი.
ხობის ისტორიულ წარსულზე ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ.
ცნობილმა და დამწყებმა ავტორებმა წაიკითხეს ლექსები და პროზაული ნამუშევრები. საღამოს შემოურთდა პოეტი და პუბლიცისტი ლაშა გვასალია.
ტურის თითოეული მონაწილე და პარტნიორი პროექტის დამფუძნებელმა და ავტორმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა დააჯილდოვა უწმინდესისა და უნეტარესის მიერ დაწესებული სიგელით, „წმინდა ილია მართლისხატით და პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნითივერია“.
მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას სახელით უნიკალური ფოტოალბომები გადაეცათ ახალი ტურის მონაწილეებს.
შემოქმედებით საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, ახალგაზრდობასთან ერთად ესწრებოდნენ ხობისა და ფოთის ეპარქიის სასულიერო პირები, მრევლი.