დიანა ლომაიამ ჭაბუკთა შორისაც საპრიზო ადგილს მიაღწია

ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე, ხობელი დიანა ლომაია (მწვრთნელი დათო კოდუა) ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის მესამე ადგილოსანი გახდა! ეს შედეგი იმით არის საინტერესო, რომ დიანამ მას არა გოგონათა, არამედ ჭაბუკთა შორის 10-წლიანთა კატეგორიაში მიაღწია დაძაბულ და დრამატულ ბრძოლებში! ვულოცავთ.