პრემიერ-მინისტრმა ხობში სამშენებლო მასალების საწარმო გახსნა (video)

ქ. ხობში „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში  ბიზნესმენ ემზარ ბასილაიას ინიციატივით,   შპს „ფიგარო“ -  სამშენებლო მასალების საწარმო  გაიხსნა.   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა  ლევან შონიამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საწარმოში  ნედლეულის მიმდინარე წარმოება დაათვალიერეს.  კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს, მათ შორის სამშენებლო ბლოკის მოსაპირკეთებელ ფილებს, მშრალი სამშენებლო მასალების ნარევებს, პოლუპროფილენის ყუთებს ციტრუსისა და სხვა ხილის შესანახად. 
    წარმოებაში 2 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ამჟამად 30 ადამიანია დასაქმებული.  რამოდენიმე დღეში  ქარხანა სრული დატვირთვით ამოქმედდება და მასში 50-მდე ადამიანი დასაქმდება. 
    საწარმოს ამუშავება ხელს შეუწყობს სამეგერელოს რეგიონის შემდგომ განვითარებას. წარმოებული პროდუქცია გაიყიდება ქართულ ბაზარზე. სამომავლოდ დაგეგმილია წარმოების შემდგომი გაფართოება და ახალი საწარმოების შექმნა.