საჯიჯაოს საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში, სკოლის გადახურვისა და სხვა სპეციალური სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 77777 ლარია შპს „ტაო“ ასრულებს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ მიმდინარე სამუშაოები და ახალგარემონტებული ოთახები დაათვალიერეს.

www.khobi.ge