ხობი მე–7 საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება

მიმდინარე წლის 2–3 ტომბერს .ხობი ქართული სიმღერის მოყვარულებს მეშვიდედ უმასპინძლებს. სავიზიტო ბარათად ქცეული ხობის საერთაშორისო ფესტივალისიმღერა სამეგრელოზესაზოგადოებას, კულტურის ორი დიდი ტრიუმფატორის, ანსამბლირუსთავისადა თამარ გვერწითელის შემოქმედებას შესთავაზებს. ფესტივალის ეგიდით, ანსამბლრუსთავისშესრულებით, 380 ქართული ხალხური სიმღერა გამოიცემა, რომელიც 16 კომპაქტდისკს მოიცავს. ასევე, პირველად იქმნება თამარ გვერწითელის მიერ, ბავშვობიდან დღემდე ნამღერი ყველა ქართული სიმღერის ალბომი. თამარ გვერწითელის მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე მზადდება წიგნი და იგეგმება დოკუმენტური ფილმის გადაღება.
     ფესტივალის დღეებში იქნება ახალბედა მომღერლის ხობელი ნინო გოთოშიას დისკის პრეზენტაცია. ნინოს მიერ, ანსამბლრუსთავთანერთად შესრულებული მეგრული სიმღერების დისკი ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ერქომაიშვილისა და მისი მეგობრების დამსახურებაა. ფესტივალის ძირითადი მიზანიახალგაზრდების ჩართულობა მუსიკალურ სფეროში, ამის დასტურია. წლების მაძილზე ხობის ფეტივალმა რამდენიმე ახალბედა მომღერალს გზა დიდი სცენისკენ დაულოცა. 
ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის მოვლაპატრონობის კუთხით, აღსანიშნავია ფესტივალის საგამომცემლო საქმიანობა, რომელსაც მუსიკათმცოდნეებიხობის ფესტივალის ბიბლიოთეკადმოიხსენიებენ. ესენია: სანოტო კრებულები, წიგნები, კატალოგები, ცნობები, უნიკალური კომპაქტდისკები. ფესტივალის 14 წლის არსებობის მანძილზე თითოეული გამოცემა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, უსასყიდლოდ გადაეცემა უმაღლეს სასწავლებლებს, საჯარო სკოლებს, ბიბლიოთეკებს, მუსიკალურ სასწავლებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

წინაპართა ღვაწლის წარმოჩენის და უკვდავყოფის თვალსაჩინო ნიმუშია ხობის ძუკუ ლოლუას სახელობისქართული ხალხური (მეგრული) სიმღერის მუზეუმი“, რომელიც 2007 წელს, მესამე ფესტივალის ფარგლებში შეიქმნა და მას ევროპაში ანალოგი არ ჰყავს. მუზეუმის არსებობით, ხობის ფესტივალმა ქართულ ხალხურ სიმღერას ძეგლი დაუდგა _ აღნიშნავენ ფოლკლორისტები.
      ქართველი კომპოზიტორების მიერ, სპეციალურად ხობის ფესტივალისთვის შექმნილია ათეულობით სიმღერა. საგულისხმოა, უცხოელი შემსრულებლებისა და ქართული დიასპორის აქტიურობაც. 
      წლევანდელ ფესტივალზე სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა ელის ექსკურსიებით, სხვადასხვა ღონისძიებითა და დისკოთეკით. 
დასკვნითი საღამო შექმნის ტრადიციული ქართული სიმღერის და მის ფესვებზე შექმნილი თანამედროვე მუსიკის ტანდემს. ეს იქნება მოფერების, თაყვანისცემის ერთგვარი გამოხატვა, ლეგენდარული ანსამბლრუსთავისადა განუმეორებელი თამარ გვერწითელისადმი იმ სიამოვნების, იმ სიამაყისთვის, რასაც ქართველი ხალხი წლებია მათი შემოქმედებით განიცდის.
      ხობის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები არიან : საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიხობი“ – პრეზიდენტი გოდერძი ბუკია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.
     ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია მეორის ლოცვაკურთხევით ტარდება.