10 წლის გოგონათა შორის ბრწინვალედ  იასპარეზა და 9 შესაძლებლობიდან  8,5 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ,  ხობელმა - დიანა ლომაიამ. მან ამ გამარჯვებით მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რომელიც საბერძნეთში  ოქტომბრის თვეში  გაიმართება.
 

