ქ. თბილისში ა.ბოკუჩავას თასზე ტურნირში N1 რეიტინგის მქონე მოჭადრაკე ლუკა შამუგია მიიღებს მონაწილეობას


     1-8 აპრილს . თბილისში, ჭადრაკის სასახლეში  16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ალექსანდრე ბოკუჩავას თასზე თამაში ჩატარდება. შეჯიბრში  მონაწილეობას ხობის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მოსწავლე, ხობის მუნიციპალიტეტში 16 წლამდე ჭაბუკთა შორის N1 რეიტინგის მქონე მოჭადრაკე ლუკა შამუგია მიიღებს. მწვრთნელ-მასწავლებელი ირაკლი გეთია.