ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქ. ხობში (video)

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის შრომის, საზოგადოებრივ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერნათა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ ხობის მუნიციპალიტეტში ახალგახსნილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაათვალიერეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 000 ლარი გამოიყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაქმებულია 15 ადამიანი, რომლის დირექტორიც შორენა საბახტარაშვილია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია, რომელიც პროფილაქტიკური სამედიცინო-სოციალური მომსახურების სახეებით ასახავს სახელმწიფო ვალდებულებებს საკუთარი მოსახლეობის წინაშე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებს წარმოადგენს ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. არაგადამდები და გადამდები დაავადებების პრევენცია და სკრინინგი, ტუბერკულოზის, შიდსის, განსაკუთრებით საშიში ინფენქციების პრევენცია და მკურნალობა, ვაქცინაცია (იმუნიზაცია), ფსიქიკური, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა, ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფების და გადაუდებელი სიტუაციებისთვის მზაობა. საზოგადოებრივი ჯანდაცვა სპეციფიკური სამსახურია, რომელიც ჯანდაცვის ერთიან სისტემაში პასუხისმგებელია მთლიანად მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაზე, მის უსაფრთხოებასა და მავნე ფაქტორების ზეგავლენისგან დაცვაზე.
ხობის მუნიციპაკიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქ. ხობში კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს და შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე 09:30-დან 18:00 საათამდე მუშაობს. დღემდე ჯანდაცვის ცენტრი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ფუნქციონირებდა.