საახალსწლო ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში

30 დეკემბერს ქ, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებულ სხვადასხვა წრის მოსწავლეებმა საინტერესო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს. ნორჩ მხატვართა და ნორჩ ჟურნალისტთა  წრის მოსწავლეებმა კი პირობითი სახელწოდებით ,,მოდა -2015”   საინტერესო ჩვენება გამართეს. ღონისძიების დასასრულს მონაწილეები საახალწლო ტკბილეულით  დასაჩუქრდნენ.