მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდისა და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდა  გზის მოხრეშვითი სამუშაოები. ხოლო ქარიატის, ყულევის, საჯიჯაოს, პირველი მაისისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე  გზების  ქვიშა-ხრეშოვანი საფარით რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება.