მიხეილ იოსავას სახელობის რიგით VII-ე ტურნირი ბილიარდში




    18-23 ნოემბერს ბილიარდის კლუბ „მიხეილში“ ჩატარდა 2008 წლის აგვისტოში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის იგით მე-7 ტურნირი ბილიარდში,  ტურნირი მიზანად ისახავდა პატრიოტული გრძნობების განვითარებას ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრის მიხეილ იოსავას  სახელის პატივისცემას და უკვდავყოფას, ასევე ბილიარდის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციასა და ამ სახეობაში მოსახლეობის ჩაბმას.
    ტურნირი ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ბილიარდის კლუბ „მიხეილის“  ურთიერთ თანამშრომლობით. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის 24-მა  მკვიდმა  და საინტერესოდ წარიმართა. ტურნირი მიმდინარეობდა 2 ასაკობრივ კატეგორიაში და გამოავლინა გამარჯვებულები და პრიზიორები:
ნორჩ მონაწილეთა შორის
I - ადგილი დაიკავა - სანდრო ჩიტაიამ
II - ადგილი დაიკავა - ირაკლი კუჭავამ
III - ადგილი დაიკავა - ლუკა ლოლუამ
აბსოლუტურში 
I - ადგილი დაიკავა - ლუკა ლოლუამ
II - ადგილი დაიკავა - ირაკლი კუჭავამ
III - ადგილი დაიკავა - ედიკა კვიკვინიამ
საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ თასებით,მედლებითა  და  სიგელებით.
ტურნირმა გამოავლინა გამორჩეული მონაწილეები, რომლებსაც ასევე გადაეცათ პრიზები:
1.      ყველაზე ნორჩ მონაწილეს - სანდრო ჩიტაიას
2.      ყველაზე უხუცეს მონაწილეს - ლადო ალანიას
3.      ყველაზე პერსპექტიულ მონაწილეს - სანდრო ჩიტაიას
4.      ტურნირის ტექნიკურ მონაწილეს - სანდრო ჩიტაიას
5.      ტურნირის საინტერესო მონაწილეს (ნორჩებში) - ფრიდონ გამისონიას
6.      ტურნირის საინტერესო მონაწილეს (აბსოლუტურში) - სანდრო ჩიტაიას
ტურნირის გამორჩეულ მონაწილედ დასახელდა - ლუკა ლოლუა.
































       გამარჯვებულებს მიესალმნენ და ჯილდოები გადასცეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  გოჩა ქაჯაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა   როზეტა შულაიამ.  მონაწილეებს და ორგანიზატორებს საჩუქრები მოუმზადეს სამოქალაქო სექტორმა   და მიშიკო იოსავას ოჯახმა.