რას სთავაზობს აგროდაზღვევა ფერმერებს?

1 სექტემბრიდან საქართველოში სახელმწიფო აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რომელიც 2015 წლის 1 სექტემბრამდე იმუშავებს. აგროდაზღვევა გავრცელდება ყველა პროექტზე  და სუბსიდირება  70%-დან 90%-მდე, ზოგ შემთხვევაში კი - 95%-მდეც განხორციელდება, იმის მიხედვით თუ რომელი სახეობის პროდუქტის დაზღვევა ხდება.
სადაზღვევო კომპანიები ვალდებულებას იღებენ, რომ პროექტში მონაწილე ფერმერს აგროდაზღვევის ხელშეკრულება გაუფორმონ. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილი სადაზღვევო პოლისის გაცემისთანავე გადაიხადოს. სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილის გადახდას პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს.  ზარალის ასანაზღაურებლად ფიზიკური პირისათვის გამოყოფილი იქნება 30 ათასი ლარი, ხოლო კოოპერატივისათვის 50 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევად მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები მიიღება, რომლებზეც წარმოდგენილია საკადასტრო კოდი, აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები.
აგროდაზღვევის პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისათვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. 
იხილეთ:

აგროდაზღვევის ტარიფები კონკრეტული კულტურის მიხედვით