დასუფთავების აქციაში ხობის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო

„დავასუფთაოთ საქართველო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში აქცია განხორციელდა. დასუფთავების აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. დასუფთავდა ქ. ხობში დავ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებული ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები, სკვერები, მოსაცდელები, მდინარის სანაპიროები. წმინდა სამების ეკლესიის ეზო ქ. ხობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს. 
ხობის მუნიციპალიტეტში პროექტის კოორდინატორმა მედეა ქობალიამ გამგებელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის. 
აქცია, რომლის მიზანი მნიშვნელოვანი ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში უშუალოდ მოსახლეობის ჩართვაა, ყოველი წლის სექტემბერს ხორციელდება და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს. აქციის დევიზია: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა „დავასუფთაოთ მსოფლიო“.
მსგავსი ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაგრძელდება.