აქცია ,,დავასუფთაოთ საქართველო“

19, 20 და 21 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით.
კამპანია ტარდება „დავასუფთაოთ საქართველო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პროექტის ფარგლებში.  გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კამპანიაში ჩასართავად დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და პროექტის კოორდინატორი ხობის მუნიციპალიტეტში  მედეა ქობალია ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდნენ . საერთაშორისო კამპანიაში ადგილობრივი ორგანიზაციები   19 სექტემბერს 10;00 საათიდან ჩაერთვებიან.