ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაშისაინიციატივო ჯგუფის შეხვედრა


29 აგვისტოსს ხობის N1 საჯარო სკოლაში, სკოლის კურსდამთავრებულის ნიკა კემულარიას ინციატივით მოეწყო შეხვედრა სანიციატივო ჯგუფთან , კურსდამთავრებულებთან, საჯარო სკოლების დირექციასთან ,ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, ამავე სკოლის პედაგოგებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სკოლის ცხოვრების აკადემიურ საქმიანობაში მოსწავლეების აქტიური ჩართულობა ,გამოიკვეთა სხვადასხვა სახის პრობლემები და დაისახა გადაჭრის გზებიც. აქვე საინიციატივო ჯუფმა შესთავაზა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგების ორგანიზება, მიღებული გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და იურიდიული კონსულტაციები.
სკოლის დირექციამ შეხვედრაზე აღუთქვა საინიციატივო ჯგუფს , რომ უახლოეს პეროიდში მიაწვდის ამავე სკოლის კურსდამთავრებულთა საინფორმაციო ბანკს, ხოლო თავის მხრივ ჯგუფი შეეცდება ყველა თაობის სკოლის კურსდამთავრებულები გააქტიუროს, რათა მათ შემდგომში მიიღონ სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა და გამოიყენონ ყველა რესურსი სკოლის საკეთილდეღეოდ. 


როგორც, შეხვედრაზე აღინიშნა,დღევანდელი შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის და მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შემდგომი შეხვედრა ყოფილიყო უფრო ფართომაშტაბიანი

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!