ბლიც ინტერვიუტარიელ ალექსანდრიასთან

სახელი:  ტარიელი
გვარი:   ალექსანდრია
საქმიანობა:   ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
თქვენი წარსულის ერთი ლამაზი დღე- დღე, როდესაც ჩემ შვილს პირველად ჩავხედე თვალებში და შევეხე.
რას ინატრებდით?   ადამიანთა შორის მშვიდობას და შვილების ნათელ მომავალს.
სურვილი რომელიც ვერ აისრულეთ?  სურვილების ასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს, ასე რომ შეკითხვა ნაადრევია.
ყველაზე მეტად რას  არ ისურვებდით ? ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების დაკარგვას.
ვის  გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ?   ჩემი ოჯახის.
თქვენი  ყველაზე ძლიერი მხარე ?  პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ერთგულება.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?  უცნაური თვისება მგონი არ გამაჩნია.
რისი გჯერათ?  მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნრება თუ ადამიანები სიყვარულით და სიკეთით იარსებებენ.
რასაც არასოდეს გააკეთებდით?  არასოდეს გავაკეთებ მას რაც ჩემს ღირსებას და ადამიანობას შელახავს.
ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება?  საკუთარი თავის შეცნობა.
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?  ამაზე არ ვფიქრბ, მაგრამ ყოველიშემთხვევისათვის სემუელ ბაუმის სიტყვებით ვსარგებლობ „ნუ გეშინია შიშის-ის სასარგებლოა“
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირდ იყენებთ?  ყველაფერი კარგად იქნება
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყოველთვის?  უფალი და რომ ადამიანის ცხოვრება ერთი დღით არ განისაზრვრება.
როგორ მოხვდით პოლიტიკაში?  საკუთარი ნებით და მეგობრების რჩევით, კეთილი სურვილებით.
ვინ არიან თქვენი ოპონენტები? ადამიანები, რომლებიც არა ქვეყნის მომავალზე, არამედ საკუთარ თავზე ფიქრობენ.
ის რაც ძალიან გინდათ იცოდეთ? მინდა მიწაზე ვისწავლო ის, რისი ცოდნაც ზეცაში ჩვენთან განუყრელი იქნება.
 რითი ილამაზებთ ცხოვრებას?   ჩემ ოჯახთან და შვილებთან გატარებული თითოეული წამით და წუთით .
როგორი გინდათ  დაგიმახსოვრონ?  უბრალოდ კარგი ადამიანი „ტარიელ ალექსანდრია“
როცა უკან მოიხედავთ რას ხედავთ?  ჩემ განვლილ ცხოვრებას და ამისთვის მადლობას შევწირავ უფალს.
თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდით?  უფლის ნებას ვერავინ შეცვლის, ოცნებაში კი სიძულვილს და ბოროტებას გავაქრობდი.
რისი თქმაც ადრე გინდოდათ და დღეს ჩვენთან იტყვით- დავეხმაროთ  სხვებს ისე, რომ სანაცვლოს არ ველოდოთ, არავინ იცის როდის დაგვიბრუნდება ერთხელ გაკეთებული მადლიერი საქმე უკან, თუმცა უკვალოდ ნამდვილად არ გაქრება სიყვარული და კეთილშობილება ერთმანეთის მიმართ. გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველაფერი, ყველაფერი კარგად იქნება !