ხობელი ახალგარდები პროექტ ,,მწვანე არდადაგებში“ ჩაერთვნენ (ვიდეო)


23 აგვისტოს  კოლხეთის ეროვნულ პარკში  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,მწვანე არდადეგები”  ხობელი ახალგაზრდები ჩაერთნენ.
 ეკოტურისტთა ჯგუფმა, რომელშიც  შედიან ცნობილი  თუ  საზოგადოებისათვის ჯერ უცნობი პოეტები ახალგაზრდებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება,  ხობელმა და ფოთელმა ახალგაზრდებმა პრoექტ ,,მწვანე არდადეგების“ ფარგლებში საინტერესო პროგრამა წარმოადგინეს.
 პროექტი  15 ოქტომბრამდე გრძელდება და ეკოტურისტებს მოუწოდებს  საინტერესო დღეების გატარებას საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე,  ახალგაზრდული პროგრამების ჩართულობით.