ქ. ხობში წყალმომარაგების სისტემის გამრიცხველიანება მიმდინარეობს

ქ. ხობში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით საღამო საათებში წყლის გამორთვები იგეგმება. ამ ეტაპისათვის წყლის გამრიცხველიანება საცხოვრებელ კორპუსებსა და  პარალელურად  საკარმიდამო ეზოებში მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები თვე-ნახევარი გაგრძელდება. 
   ხობის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანება   ნოჯიხევში, პირველი ხორგაში, ბიასა და შუა ქვალონის თემებში  დასრულებულია.  როგორც საქართველოს გაერთიანებული   წყალმომარაგების კომპანიის ხობის სერვის ცენტრის ტექნიკური მენეჯერი ლევან აბრამია  აცხადებს,  1 სექტემბრიდან დაიწყება ქალაქის ქსელების სრული რეაბილიტაცია და ახალ ქსელებთან მიერთებისას კვლავ მოხდება  წყლის გამორთვები. წყალმომარაგების კომპანია უახლოეს მომავალში მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ჰპირდება.