ჭიათურაში დასრულდა თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი კრივში

28 ივნისს ქალაქ ჭიათურაში დასრულდა თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი კრივში, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის სპორტსმენებისათვის.
საერთო შედეგების მიხედვით მათ ხუთი I ადგილი და სამი II ადგილი მოიპოვეს.
I ადგილს დაეუფლნენ:
კოკა კალანდია (26 კგ წონითი კატეგორია), ბაკურ ჩიქოვანი (36 კგ წონითი კატეგორია), ირაკლი ხარამიშვილი (43 კგ წონითი კატეგორია),დათა შამათავა (44,5 კგ წონითი კატეგორია),ნიკა ჯაკონია (44,5 კგ წონითი კატეგორია) .
ხოლო II ადგილს დაეუფლნენ:
ილია ფოცხორაია (46 კგ წონითი კატეგორია),გიორგი ახალაია
(36 კგ წონითი კატეგორია),რევაზ ჩხეიძე (46 კგ წონითი კატეგორია). 
ჯგუფის მწვრთნელ-მასწავლებლები: ედიკა თოდუა, თემურ აბულაძე.




ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!