ხობის მუნიციპალიტეტში   მიმდინარეობს „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ გამოყოფილი თანხით  განსახორციელებელი სამუშაოები.  პროექტის ფარგლებში  ქალაქ ხობის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები  ხორციელდება ქალაქის შვიდ ქუჩაზე: აღმაშენებლის, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას, ბერიას, სტალინის, რუსთაველისა და 9 აპრილის  ქუჩებზე ხორციელდება ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება, ასევე-მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვა.  სამუშაოებს შპს „შარაგზამშენი პირველი“ ახორციელებს. პროექტის საწყისი ღირებულება 431089,0 ლარს შეადგენს, ხოლო ტენდერის შედეგების მიხედვით სამუშაოს ღირებულება 399998,0 ლარით განისაზღვრა. 
 




