ევროპის ჩემპიონატის ხობელი ბრინჯაოს მედალოსანი

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ,  გამგებლის მოადგილეებმა მახარე ჩოკორაიამ და ედიშერ ჯობავამ  ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელ  ნუგზარ წურწუმიას  უმასპინძლეს  და გამარჯვება მიულოცეს.  
     ბულგარეთის ქ. სამოკოვოში  ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა,  რომელშიც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.  ქართველმა ნორჩმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  ბრინჯაოს მედალის  მფლობელი გახდა ხობელი ნუგზარ წურწუმია (42 კგ წონითი კატეგორია).  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებები უსურვეს  ჩემპიონს.