იუბილეს მილოცვა ნუგზარ ნადარაიას


ჩვენი რაიონის საპატიო მოქალაქეს, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ ნუგზარ ნადარაიას 70 წელი შეუსრულდა. საყოველთაოდ აღიარებულია ბატონ ნუგზარის ნოვატორული საქმიანობა ხობის რაიონში. მისი ნამოღვაწარი აღნიშნული იყო ხელისუფლების უმაღლესი ჯილდოებით, რაც მთავარია ხობის მაცხოვრებლების დიდი მადლიერებით.
ბატონი ნუგზარი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხობის რაიონს, მისი მმართველობის პერიოდში დიდი სამუშაოები ჩატარდა სახალხო მეურნეობის, კულტურის, სპორტის მიმართულებით. აღნიშნულ პერიოდში ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და გადაიხურა ხობის მონასტერი.
ჩვენი რაიონის თითოეულ მოსახლეზე თავგადადებული კაცი.
მე ვერ გამოვდგები ბატონ ნუგზარის შემოქმედებითი საქმიანობის ადვოკატად, მაგრამ ვიტყვი-როცა ბატონმა ნუგზარიმ დაიწყო ჩვენს რაიონში მმართველობის ფუნქციის შესრულება იმ წელს დავიწყე შრომითი საქმიანობა, მისი ხელდასმით გავიარე გარკვეული სამსახურებრივი მდგომარეობები და გამომიმუშავდა შრომისა და ხელმძღვანელის ჩვევები, არამარტო მე რაიონში ასეულობით ახალგაზრდამ გაიარა აღნიშნული გზა. დღესაც თუ რამე ხელშესახები შემორჩა ხობს ეს ბატონ ნუგზარის დამსახურებაა.
საწყენია მადლიერმა ხობელებმა ვერ გამონახეს იმის დრო და საშუალება, რომ ხობში აღნიშნულიყო ბატონ ნუგზარის 70 წლის იუბილე. იმედია ხობში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალ არჩეული ხელისუფლება იფიქრებს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაზე. უფრო მეტიც ბატონ ნუგზარის იმდენი სიკეთე უკეთებია ხობელებისთვის მიუხედავად მისი ასაკისა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მადლიერ ხობელებთან ერთად აუცილებლად უნდა იქნეს განხილული მისი მაჟორიტარად წამოყენების საკითხი. 
ბატონი ნუგზარი ისევ გამონახავს გამოსავალს მის მიერ ნალოლიავებ ხობში ახალ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, რათა ხობი კვლავ ღირსეულად წარმოჩინდეს ქვეყნის მასშტაბით.
გილოცავთ ბატონო ნუგზარ ღირსეულ იუბილეს. 
გფარავდეთ ღმერთი.

მერაბ სალაყაია