მეუფე გრიგოლმა უკრაინელი ხალხი კოლხეთის ღვთისმშობელს შეავედრა (VIDEO)

24 იანვარს ქ. ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სავედრებელ-სადიდებელი პარაკლისი აღავლინა და კოლხეთის ღვთისმშობელს შეავედრა უკრაინელი ხალხი და სრულიად საქრისტიანო. დღევანდელი პარაკლისი ქართველი ხალხის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატულებაა თავისუფლების მოყვარე უკრაინელი ხალხისადმი. 
პარაკლისს მრევლთან ერთად სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერბნატორის მოადგილე დავით სარსანია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.