რეგიონის პირველობა ჭიდაობა-ძიუდოში


2014 წლის 24 იანვარს ქ. ზუგდიდში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პირველობა ჭიდაობა-ძიუდოში ჭაბუკებს შორის (1998-99 წ.დ). 
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭიდაობა-ძიუდოს ჯგუფის მოსწავლეებმა.
შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ 73 კგ წონით კატეგორიაში ჯაჯავა გიგა და 81 კგ წონით კატეგორიაში ცაგურია ნიკა. ტურნირის შედეგებიდან გამომდინარე ორივე მოჭიდავე აყვანილ იქნა რეგიონის ნაკრებში და მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს პირველობაზე ქ.საგარეჯოში 2014 წლის 1-2 თებერვალს. მწვრთნელ-მასწავლებელი მიხეილ მორგოშია.