საქართველოს მთავრობის 2013 წლის
9 ოქტომბრის №1443 განკარგულების („სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების
თაობაზე“) საფუძველზე,  ქალაქ ხობის,  პირველი მაისი-ხეთის თემების დამაკავშირებელ გზაზე მილ-ხიდის მოწყობის (საგაბრავო და საკობახიო უბნები) სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოების
ფარგლებში ადგილზე დამონტაჟდა რკინა-ბეტონის დ-1000 მმ. მილები, ხიდბოგირზე მოეწყო
წყალამრიდები მონოლითური რკინაბეტონით, მილხიდის ზედაპირი შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით,
მოეწყო რკინაბეტონის მონოლითური ხიდბოგირი. სამუშაოები შ.პ.ს „მუნჩია ი.ო“ -მ განახორციელა
და მისი  საბალანსო ღირებულება 11214.81 ლარი
შეადგინა.
 

