სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური გილოცავთ ახალ წელს....

ახალი წელი, ახალი იმედების წელია... უპირველესად ვულოცავ პირად შემადგენლობას ახალი წლის შემობრძანებას. მთელს მუნიციპალიტეტს ბედნიერებას სიკეთეს და სიყვარულს ვუსურვებ.
გოჩა არაჩემია
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი

ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახური 1982 წლიდან ფუნქციონირებს, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოცდილი მეხანძრე მირიან არჩაია. 2009 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს დაემატა სამაშველო ფუნქციებიც, რის საფუძველზეც შეიქმნა სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელსაც 2009 წლიდან უძღვება ბატონი გოჩა არაჩემია. საჭიროების შემთხვევაში სახანძრო-სამაშველო სამსახური ემსახურება, როგორც ადგილობრივ, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. ხობის მუნიციპალიტეტის უსაფრთხოებას დღეის მდგომარეობით უზრუნველყოფს 52 მეხანძრე-მაშველი.
2013 წელს სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მიერ 60 - სახანძრო, 24 - ტექნოგენური და 26 - სამაშველო ღონისძიება ჩატარდა. სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით 2013 წელს შეძენილ იქნა სამხიდიანი მაღალი გამავლობის სპეციალური სახანძრო მანქანა КАМАЗ 48-118 და პიკაპის მოდელის ფორდ რეინჯერის მარკის მანქანა, ასევე 2013 წელს სრულად დაკომპლექტდა სამაშველო განყოფილება და განახლდა სპეც-სამოსი.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველები აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ტურნირებში. სამსახურის ფეხბურთის გუნდმა რუსული აგრესიის შედეგად სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას სახელობის ტურნირზე მე-2 საპატიო ადგილი დაიკავა. 



მეხანძრე-მაშველთა მთელი შემადგენლობა გილოცავთ ახალ წელს, უსაფრთხო, ბედნიერ და ნათელ მომავალს გისურვებთ.