მდინარე რიონმა პატარა ფოთში ათამდე ოჯახი დატბორა

     
  უამინდობისა და ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა,  ხობის მუნიციპალიტეტის  სოფელ პატარა ფოთში  გაარღვია ნაპირსამაგრი ჯებირები, რის შედეგადაც დაიტბორა  მდინარის  მიმდებარე ტერიტორიაზე  სამოსახლო ეზოები და სათბურები. დილიდან შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და  სამაშველო სამსახურის ჯგუფი.  დატბორილი ტერიტორია დაათვალიერა  მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილემ ედიშერ ჯობავამ.  ხობის მუნიციპალიტეტისა და ქ. ფოთის საღვარზე, ე.წ.  მეშვიდე კილომეტრზე არსებული წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძი, რომელსაც ხიდის ფუნქციაც აკისრია და წყლის გატარება  საჭიროების მიხედვით უნდა უზრუნველყოს, რეაბილიტაციას საჭიროებს, რაც  ნალექიან ამინდებში ხობის მუნიციპალიტეტის  სოფლებს, ასევე ქალაქ ფოთს  დატბორვის საშიშროებას უქმნის.  ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და მოსახლეობას  საშიშროება არ ემუქრება.
\