საფეხბურთო მატჩი ხობელთა გამარჯვებით დასრულდა

17 სექტემბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის „კოლხეთი“ და ზუგდიდის „ზუგდიდი“. დაძაბული მატჩი ხობელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.