საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ცოტნეობის“ დღესასწაულს დაესწრო


     12  აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საეკლესიო-საერო დღესასწაული  „ცოტნეობა“ აღინიშნა. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნა  სხვადასხვა სახის სახალისო პროგრამა;   ხალხური ყოფის ამსახველი ფრაგმენტების ჩვენება,  ქართული პოეზიისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშების წარმოდგენა, ეთნოგრაფიული მასალებისა და რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა სპორტული თამაშობანი (ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი), შპს „შავი ზღვის  ტერმინალის“  სპონსორობით მაყურებლის წინაშე წარსდგა ლეგენდარული  ანსამბლი „ორერა“. 

     ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად   ღონისძიებას  დაესწრო  საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის წავრები თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი და გიგა ბუკია, რომლებმაც ასევე დაათვალიერეს მეგრულ ფაცხები და ფაცხებში დამზადებული ტრადიციული კერძები. ბოლოს თვითმოქმედი კოლექტივების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!