ტუბერკულოზის ორი ფაქტი დაფიქსირდა

ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით 2013 წლის ივლისში ნოჯიხევის თემსა და სოფელ ძველ ხიბულაში ტუბერკულოზის მგბ + ფილტვის ფორმით ადამიანის დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ავადმყოფები დროულად ჰოსპიტალიზირებულ იქნენ ზუგდიდის რეგიონალურ ტუბდისპანსერში, ოჯახის წევრებს ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების მიერ ჩაუტარდათ სკრინინგი ტუბერკულოზის სიმპტომებზე. ცენტრის ცნობით ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში ავადმყოფების და კონტაქტური ოჯახის წევრების გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა.

http://khobi-sakrebulo.ge