თათბირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

 ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ  გამართა თათბირი, რომელსაც გამგებლის მოადგილეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და  მუნიციპალიტეტის რწმუნებულები ესწრებოდნენ. თათბირი 12 აგვისტოს აღსანიშნავ  ტრადიციულ საეკლესიო-საერო  დღესასწაულ „ცოტნეობასთან“ დაკავშირებული თემებით დაიწყო, ასევე ისაუბრეს ძლიერი წვიმების შედეგად  დატბორილ ტერიტორიებზე და აუცილებელ რეაგირებაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. რწმუნებულებმა მიიღეს გარკვეული სახის დავალებები.